კორონავირუსის ვაქცინა – გენური უჯრედი, რომელიც მაიმუნში გაციებას იწვევს – რას ამბობს ვაქცინაზე ბორის ჯონსონი?

კორონავირუსის ვაქცინათაგან ერთ-ერთმა კანდიდატმა, რომელზეც კომპანია ASTRAZENECA და ოქსფორდის უნივერსიტეტი მუშაობდა, კვლევების შედეგად აჩვენა, რომ პრეპარატი ძლიერ იმუნურ სისტემას აყალიბებს და ადამიანებზე მისი გამოყენება უსაფრთხოა. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს INDEPENDENT-ი.

 

კვლევაში, რომელშიც 1077 ადამიანი მონაწილეობდა, აღმოჩნდა, რომ ვაქცინა ასტიმულირებს იმუნურ სისტემას რათა ორგანიზმმა გამოყოს ისეთი ანტისხეულები და ლეიკოციტები, რომლებიც შეებრძოლებიან ვირუსს. ასევე მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ზემოხსენებულ ვაქცინას შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი ეფექტებიც. პროფესორმა სარა გილბერტმა, ოქსფორდის უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აღმოჩენა ძალზე დამაიმედებელია, მაგრამ „ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, სანამ ოფიციალურად დავადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენს ვაქცინას შეუძლია კოვიდ 19-ის პანდემიის მართვა“.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ შედეგები ძალზე დამაიმედებელი და პოზიტიურია, რის გამოც მან მიულოცა ვაქცინაზე მომუშავე ექიმებს . „ ჯერ არ არსებობს გარანტიები, ჩვენ არ ვართ საბოლოო ეტაპზე ამ დრომდე, თუმცა მომდევნო კვლევები იქნება ძალზე მნიშვნელოვანი, რომელიც საკვანძო იქნება სწორი მიმართულების არჩევისთვის“ .

ვაქცინა, სახელწოდებით AZD1222 დამზადებულია გენური ინჟინერიით მიღებული ვირუსისგან, რომლებიც იწვევენ გაციებას მაიმუნებში. აღნიშნული ვირუსი სპეციალურად დაასუსტეს, რათა არ გამოეწვია რაიმე სახის დაავადება ადამიანებში. იგი შეიცავს კორონავირუსული ინფექციის ადრეული ვირუსის, სარსის პროტეინებს.

როდესაც ზემოხსენებული ანტივირუსის გენური უჯრედი შედის ადამიანის სხეულში, იგი ეხმარება იმუნურ სისტემას ამოიცნოს კორონავირუსული ნაწილაკები, რომელთა დათრგუნვასა და დასუსტება ხდება ეტაპობრივად.

“ნიუპოსტი”