მოსკოვის გამზირიდან დაკარგული 15 წლის მოზარდი პოლიციამ იპოვა

თბილისში, მოსკოვის გამზირიდან დაკარგული 15 წლის მოზარდი პოლიციამ იპოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოზარდი მშობლის თანდასწრებით გამოიკითხება.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი სამართალდამცავებმა თბილისში იპოვეს და ის თავს კარგად გრძნობს.

 

„ინტერპრესნიუსი“