ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის 179-ში დასასვენებელი სივრცე ეწყობა.
ტერიტორია კეთილმოეწყობა, კერძოდ კი, განთავსდება შესაბამისი საპარკე ავეჯი, საბავშვო-გასართობი მოედანი ატრაქციონებით. ასევე, დაირგვება ყვავილები და ბალახი.
პროექტის ღირებულება დაახლოებით, 39 000 ლარს შეადგენს.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა.