საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირის ზოგიერთი რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იყო.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, “ოქტომბერში თითოეულ ამომრჩეველს მიეცეს საშუალება, ხმა თავისუფლად, შიშის გარეშე მისცეს.”
“ჩვენ მოხარულები ვართ და მივესალმეთ საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის მიღებას, რაც შექმნის უკეთეს პირობებს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისათვის. ახლა ჯერი მის სრულყოფილ და დეტალურ განხორციელებაზეა. იყო გარკვეული რეკომენდაციები ეუთო/ოდირის, რომელიც არ იქნა მიღებული, თუმცა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კანონმდებლობა აღსრულდეს ზედმიწევნით იმისათვის, რომ ოქტომბერში თითოეულ ამომრჩეველს მიეცეს საშუალება ხმა მისცეს თავისუფლად, შიშის გარეშე,”-განაცხადა კელი დეგნანმა.
“რუსთავი2”