სამყარო ერთიანია და მთელი. ყოველი მისი ნაწილი მთელის ასახვაა მცირედში (მცირე მასშტაბებში).
432 ჰერცის სიხშირე ალტერნატიული წყობაა, რომელიც შესაბამისობაში მოდის სამყაროს წარმოშობის ჰარმონიკასთან. 432 ჰერცზე აწყობილი მუსიკა შეიცავს კეთილმქმნელ, სამკურნალო ენერგიას. იმიტომ, რომ ეს ბუნების მათემატიკური ფუძის წმინდა ტონია.
არქაული ეგვიპტური ინსტრუმენტები, რომლებიც დღემდეა აღმოჩენილი, ძირითადად, 432 ჰერცზე იყვნენ აწყობილი. მუსიკალურ ინსტრუმენტებს ძველ საბერძნეთშიც 432 ჰერცზე აწყობდნენ. ძველბერძნულ მისტერიებში არსეი იყო მუსიკის, სიკვდილისა და აღორძინების ღმერთი. ასევე ამბროზიის, მუსიკისა და ტრანსფორმაციის მცველი და ინსტრუმენტები, ასევე, 432 ჰერცზე იყვნენ აწყობილი და ეს შემთხვევითი არ ყოფილა. სამყაროს შესახებ ძველებმა ბევრად მეტი იცოდნენ, ვიდრე ჩვენ – თანამედროვე ადამიანებმა.
თანამედროვე მუსიკის აწყობა 440 ჰერცზე ჰარმონიაში არ მოდის კოსმიურ მოძრაობასთან, რიტმთან და ბუნებრივ ვიბრაციასთან.
როდის შეიცვალა 432 ჰერცი 440 ჰერცით? პირველად ტალღების მასობრივი ცვლილების მცდელობა 1884 წელს განხორციელდა, მაგრამ ჯუზეპე ვერდის ძალისხმევის შედეგად ძველი წყობა შენარჩუნდა (432 ჰერცი). მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების თანამშრომელმა დიკენსმა, ფიზიკოს გერმან ჰერმენცის მოწაფემ, 1910 წელს დაარწმუნა ამერიკის შეერთებული შტატების მუსიკოსთა ფედერაცია, რომ მიეღოთ ნოტი „ლა“, როგორც სტანდარტული უნივერსალური წყობა ორკესტრისთვის. ის იყო პროფესიონალი ასტრონომიასა და ქიმიაში. სწავლობდა ფიზიკის არაერთ დარგს. განსაკუთრებით ბგერისა და სინათლის თეორიებს. მისი აზრი საფუძვლად დაედო მუსიკალური აკუსტიკის შესწავლას. დიკენსმა დააპროექტა „სამხედრო ზარი“, რომელიც აწყობილი იყო 440 ჰერცის სიხშირეზე და გამოიყენებოდა ახალი სამხედრო ამბების პროპაგანდისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს.
1936 წელს 440 ჰერცის სიხშირე, რომელიც ადამიანების გონებაზე მოქმედებს და მასების მართვის საშუალებას იძლევა, ფაშისტური პროპაგანდის მინისტრმა და მასების მართვის საიდუმლო ლიდერმა იოზეფ გებელსმა დანერგა. საქმე ისაა, რომ თუკი ადამიანის ბუნებრივ წყობას (სიხშირეს) ოდნავ ავამაღლებთ, მაშინ მისი ტვინი რეგულარულად მიიღებს აღგზნებას. გარდა ამისა, ადამიანები აღარ განვითარდებიან. წარმოიშვება მრავალი ფსიქიკური გადახრა. ადამიანი საკუთარ თავში ჩაიკეტება და მისი მართვა ბევრად უფრო იოლი გახდება. ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რამაც ნაცისტებს ნოტ „ლას“ ახალი სიხშირე მიაღებინა.
1940 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ 440 ჰერცის წყობა მთელ მსოფლიოში შემოიღო. 1953 წელს კი ის გახდა მეთექვსმეტე სტანდარტი, რომელიც როკფელერის ფონდმა დაამკვიდრა. 440 ჰერცი ყოველმხრივ ეწინააღმდეგება ბუნებრივი წყობის 432 ჰერცის სტანდარტს და მუსიკა 440 ჰერცში ეკონფლიქტება, შლის, ანადგურებს ადამიანის ენერგეტიკულ ცენტრებს.
მუსიკალური ინდუსტრია 440 ჰერცს იმიტომ იყენებს, რომ მოსახლეობაზე ზეგავლენა მოახდინოს, მათში აგრესია გამოიწვიოს. ეს კი მასების მართვისკენაა მიმართული.
მეცნიერება კინემატიკა ამტკიცებს, რომ სიხშირე და ვიბრაციაა ის გასაღები, საფუძველი, რამაც ამქვეყნად მატერია და სიცოცხლე შექმნა. როდესაც სიხშირე და ტალღები ზემოქმედებენ წყალსა და ჰაერზე, მაშინ ფორმირდება სტრუქტურები და დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ მათ სიხშირეს. მაგალითად, ადამიანის სხეულის 70 პროცენტი წყლისგან შედგება და დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა სიხშირის ტალღები შეაღწევენ და გაივლიან მასში.
მას მერე, რაც საერთაშორისო საკონცერტო ასოციაციამ მიიღო „ლა“-ს 440 ჰერცზე გადაყვანის სტანდარტი (კონცერტების ამ სიხშირეზე ჩატარების შესახებ), 60 წელი გავიდა. 432 ჰერცზე აწყობილ მუსიკას უკვე აღარავინ უკრავს. ნიშანდობლივია, რომ როდესაც 1953 წელს ნოტი ლა-ს 440 ჰერცზე გადაყვანის გადაწყვეტილება დაკანონდა, საფრანგეთში მოღვაწე 23 ათასმა მუსიკოსმა რეფერენდუმი ჩაატარა 432-ჰერციანი წყობის მხარდასაჭერად, მაგრამ მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
საიდან წარმოიშვა ლა-440 ჰერცი და მაინცდამაინც მან რატომ შეცვალა 432 წყობა? ეს წყობა ხომ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში პლატონის, ჰიპოკრატეს, არისტოტელეს, პითაგორასა და სხვა მოაზროვნეების დროს არსებობდა? მათ ჰქონდათ ცოდნა იმის შესახებ, რომ მუსიკა ადამიანში ბევრ დაავადებას კურნავს. რომელი ნოტით იწყება კლასიკური წყობა? ნოტი დო-თი, ნოტი დო ტოლია 512 ჰერცის. ოტავით ქვემოთ – 246 ჰერცის, კიდევ ქვემოთ – 128 ჰერცის, კიდევ ქვემოთ – 64 ჰერცის. ქვემოთ – 32 ჰერცის, ქვემოთ – 16 ჰერცის, ქვემოთ – 8 ჰერცის, შემდგომ – 5 ჰერცის, 2 ჰერცისა და 1 ჰერცის. ესე იგი, ყველაზე დაბალი ნოტ წამში ერთი ვიბრაციის ტოლია. შესაბამისად, ეს ბგერების რიგის პირველი ნოტია.
ვიოლინოების უდიდესი ოსტატი ანტონიო სტრადივარიუსი, რომლის ოსტატობის საიდუმლო დღემდე არაა ამოხსნილი, თავის შედევრებს სწორედ 432 ჰერცის წყობაზე ამზადებდა. ამ ჰერცის ჟღერადობა ბევრად უფრო მშვიდი, თბილი და ახლობელია. მისი მოსმენისას ადამიანს დადებითი ემოციები ეუფლება.
მიუხედავად ილუმინატებისა და ნაცისტი გებელსის აკრძალვისა, 432 ჰერცის 440-ით შეცვლისა, თავისუფალ, არაოფიციალურ საკონცერტო გარემოში მუსიკოსები 432 ჰერცის სიხშირეზე განაგრძობენ დაკვრას, იმიტომ, რომ ასეთი მუსიკა ბევრად უფრო ჰარმონიულია და მუსიკოსებს უადვილდებათ დაკვრა. გებელსმა იცოდა, რომ სიხშირე 432-ს სრულყოფილი, ჰარმონიული ბალანსი აქვს. ეს ერთადერთი სიხშირეა, რაც იწვევს პითაგორას მუსიკალურ სპირალს, რომელიც შეიცავს პლატონის ამოუცნობ კოდს. ამას წინათ ამერიკელმა მათემატიკოსმა ჯეიმს კენედიმ განაცხადა, რომ მან ეს კოდი „გატეხა“ – ამოიცნო. კენედი ამტკიცებს, რომ პლატონი თავის ნაწარმოებებს სამყაროს მუსიკალური წყობის შესაბამისად ქმნიდა. მაგალითად დაასახელა, პლატონის ნაწარმოები „სახელმწიფო“. მასში არსებული დიალოგები დაყოფილია 12 ნაწილად. ანუ – მუსიკალური გამის შესაბამისად. ყოველი აბზაცი კი იწყება ფრაზით, რომელიც მიეკუთვნება ბგერას ან მუსიკას.
რას წარმოადგენს სოლფეჯიოს ძველებური სიხშირეები? ესენია ორიგინალური ბგერითი სიხშირეები, რომლებიც გამოიყენებოდა ძველ გრანდიოზულ საგალობლებში. მაგალითად, როგორიცაა „ჰიმნი დიად იოანე ნათლისმცემელს“. როგორც ეკლესია ამტკიცებს, ბევრი მათგანი მრავალი საუკუნის წინ დაიკარგა. ეს მძლავრი სიხშირეები აღმოაჩინა დოქტორმა ჯოზეფ ფულიომ და აღწერილია წიგნში „აპოკალიფსის სამკურნალო კოდები“.
აი, ისინი: დო – 396 ჰერცი, დანაშაულისა და შიშის გრძნობისგან გათავისუფლება; რე – 417 ჰერცი, სიტუაციის ნეიტრალიზაცია და ცვლილების ხელშეკრულება; მი – 528 ჰერცი, ტრანსფორმაცია და საოცრება. დეენემის აღდგენა; ფა – 639 ჰერცი, ურთიერთობები დაბრუნდა; სოლ – 741 ჰერცი, ინტუიციის გამოღვიძება; ლა – 852 ჰერცი, სულიერი წესრიგისკენ დაბრუნება. სიხშირე – 432 გამოდის ძალიან საინტერესოდ – შვიდასი გაყოფილი პი-ზე (ღვთიური პროპორცია) ტოლია 432-ის, ან 24 საათი გავამრავლოთ 60 წუთსა და 60 წამზე ტოლია 864-ის ხოლო 864 რომ გავყოთ ორზე, ვიღებთ 432-ს.
ჩვენ ირგვლივ არსებული მუსიკა არა მხოლოდ ჩვენს ცნობიერებას აცდენს და ამუხრუჭებს, არამედ მასში ტვირთავს ისეთ ინფორმაციას, რომ ხორციელდება ტრანსფორმაცია, რათა ადამიანი ადვილი სამართავი იყოს.
აი, სწორედ ამიტომ განხორციელდა ეს ცვლილება. მუსიკა ხომ გლობალურადაა, მას მილიარდობით ადამიანი უსმენს და ამ მასის გონების ტრანსფორმაციაც გლობალურად ხორციელდება.
“თბილისელები”