The Insider: საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტი შეიძლება თქვენი ახალი ოფისი გახდეს

ბრიტანული გამოცემა Insider ვრცელ სტატიას უძღვნის საქართველოს ხელისუფლების ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც მთავრობა საერთაშორისო ვიზიტორებს საქართველოში 6 თვეზე მეტი ხნით ცხოვრების უფლებას სთავაზობს.

„საქართველო ეს შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრეებით, მთებით, მდინარეებითა და კლდოვანი სანაპიროებით მდიდარი ქვეყანა. საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტი შეიძლება თქვენი ახალი ოფისი გახდეს. საქართველო დისტანციურად მომუშავე პირებს გრძელვადიანი პერიოდით ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ-აპლიკაცია უნდა შეავსონ და დადასტურება მიიღონ. ეს მოიცავს: სამოგზაურო დაზღვევას, დამსაქმებლის სერტიფიკატს და პერსონალურ ინფორმაციას. ჩამოსვლის წინ ვიზიტორებს საკუთარი ხარჯებით 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ეს პროგრამა ქვეყნის საზღვრების გახსნის გეგმის ნაწილია და ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რომელიც კორონავირუსის შემდეგ დაზარალდა“, – წერს ავტორი.

Insider-ის სტატიაში მოყვანიალია საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ციტატა გამოცემა Agenda.ge-დან:

„საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აქვს და ჩვენ გვსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრების გახსნაზე იმდაგვარად, რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ამავდროულად მივიღოთ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა სურთ საქართველოდან“.

ახალი პროგრამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ 16 ივლისს გაავრცელა.

წყარო: imedinews.ge