უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი: სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.
საქართველოში ცხელი, თუმცა, ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი – ქვეყნის ცალკეულ რაიონში 28 ივლისამდე ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
„24-27 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში პლუს 28–33 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ჰაერის ტემპერატურა პლუს 32–34 გრადუსი იქნება.
“სპუტნიკი”