30 ივლისს ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი სპეცრეისი შესრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ კვიპროსში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„კვიპროსის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის ორგანიზებით, სპეცრეისი ლარნაკა-თბილისის მიმართულებით 30 ივლისს შედგება. რეისს შეასრულებს ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“. რეისი ადგილობრივი დროით 13:00 საათზე შესრულდება. ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები 10:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ.
თითოეულ მგზავრს აქვს 23-კილოგრამიანი ჩასაბარებელი ბარგისა და 8 კილოგრამიანი ხელბარგის წაღების უფლება. საქართველოში ჩასვლის შემდეგ ყველა მგზავრი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: commersant.ge