როგორც BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებაშია ნათქვამი, ონლაინ მაღაზიებმა გაყიდვიდან ამოიღეს, სხვადასხვა რასისტული დროშა, ნეო-ნაცისტურ წიგნები და კუ-კლუქს-კლანის პროდუქცია, რომლებიც საიტებზე ფასდაკლებით იყიდებოდა.
3-ვე კომპანიის განცხადებით, მათ აკრძალეს რასისტული პროდუქციის გაყიდვა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა Amazon-ი მიუხედავად შეზღუდვებისა, მაინც ყიდდა კელტური ჯვრის სიმბოლოიან დროშას, რომელიც წესით ხმარებიდან უნდა ამოღებულიყო, ონლაინ გაყიდვების პლატფორმამ ხარვეზი მალევე გამოასწორა.
აღსანიშნავია, რომ ახლა 3-ვე საიტი ითვალისწინებს წესებს და რასისტული ნიშნების შემცველი პროდუქციით აღარ ვაჭრობს.
წყარო: commersant.ge