აფორიზმი ვეფხისტყაოსნიდან თბილისის ერთ-ერთ აბრაზე, რომელიც “ფეისბუქზე” ვრცელდება

შოთა რუსთაველის აფორიზმი: “ზოგჯერ თქმა ჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების” ერთ-ერთ აბრაზე დაიტანეს ინგლისურენოვან თარგმანთან ერთად.  აბრის ფოტოს სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ქეთი ხაჩიძე ავრცელებს.

 

ფოტოს კომენტარებში მომხმარებელი Tako Nodia წერს, რომ აბრა მისი ავტორობითაა გაკეთებული: “მე ვარ ავტორი ამ ნამუშევრების და ორი თარგმანი გვაქვს გამოყენებული ლინკოფინის და უორდროფის” – წერს თაკო ნოდია.

ვეხსიტყაოსნის ინგლისურ, მარჯორი ვორდროპის ვერსიაში, რომელიც ინტერნეტშიც იძებნება, აფორიზმი შემდეგნაირადაა თარგმნილი: “Sometimes speech is better than silence, sometimes by speaking we spoil (things).”
ბრაზე კი შემდეგნაირაადაა: ” Sometimes we should hold our tongues; Sometimes with our tongues, we should make free” – რაც ქართულად ასე შეიძლება ითარგმნოს – “ხანდახან ენას კბილი უნდა დავაჭიროთ, ხანდახან კი, თქმით უნდა გავთავისუფლდეთ”.

“მთავარმა” თბილისის მერიის პრესცენტს მიმართა, თუ სად არის აბრა და ვის ეკუთვნის თარგმანი, რაზეც პრესსამსახურის წარმომადგენელმა მანანა თოქმაჯიშვილმა გვიპასუხა, რომ აბრა მერიის ნებართვითაა გაკეთებული, თუმცა ეს კერძო ინიციატივითაა; “ეს წარწერა განთავსებულია რუსთაველზე (სმარტთან), პროექტის ავტორია კერამიკოსი თაკო ნოდია. გამოყენებულია ამერიკელი პოეტის და მთარგმნელის, ლინ კოფინის თარგმანი, რომელმაც თარგმნა “ვეფხისტყაოსანი”, – გვეუბნება თოქმაჯიშვილი.

“მთავარი”