მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო პერიოდში შიდა ტურიზმზე მოთხოვნა გაიზარდა და გარკვეულ ტურისტულ ზონებში დატვირთვის კოეფიციენტი 70%-დან 80%-მდე გაიზარდა – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს.
„რა თქმა უნდა, შიდა ტურიზმი ვერ ჩაანაცვლებს იმ საერთაშორისო მოგზაურების მოცულობას, რაც ჩვენ გვქონდა, მათ შორის, გასულ წლებში. თუმცა, ჩვენ ყველა ერთად ვხედავთ, რომ შიდა ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში ძალიან პოზიტიურ და მზარდი ტრენდია. მოხარულები ვართ, რომ ბოლო სტატისტიკებით გარკვეულ კურორტებზე, სადაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ჭარბია ტურისტული ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით შაბათი-კვირა-პარასკევის პერიოდში, დატვირთულობის კოეფიციენტმა 70%-დან 80%-მდე მიაღწია. უკუკავშირი გვაქვს სასტუმროებთან, მათთან ყოველდღიურ რეჟიმში ვურთიერთობთ და ძალიან სასიხარულოა, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით, გავუღვივეთ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობის სურვილი“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კიდევ უფრო პოზიტიური მოლოდინი აქვს, რომ შიდა ტურიზმზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.
“ფორტუნა”