მომღერლის თქმით, 2012 წელს, სანქტ-პეტერბურგში გამართულ კონცერტზე LGBTQ უფლებებების დასაცავად წარმოთქმული სიტყვისთვის, რუსეთის მთავრობამ იგი დააჯარიმა.
გასულ კვირას მადონამ განაცხადა, რომ რვა წლის წინ, რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში გამართულ კონცერტზე წარმოთქმული სიტყვისთვის, სადაც მომღერალი LGBTQ თემის უფლებებზე საუბრობდა, ქვეყნის მთავრობამ იგი დააჯარიმა.
მომღერალმა ინსტაგრამსა და ტვიტერზე თავისი წარმოთქმული სიტყვის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა და მტკიცედ განაცხადა, რომ საკუთარი სიტყვების გამო ერთმილიონიანი ჯარიმა მას არასდროს გადაუხდია. ვიდეოში მადონა აუდიტორიას ეუბნება, რომ მათ შესწევთ რეალობის სიყვარულით შეცვლის ძალა.
“მე აქ იმის სათქმელად ვარ, რომ LGBTQ თემს და გეი ადამიანებს, აქაც და მთელ მსოფლიოში, აქვთ თანაბარი უფლება, რომ მათ ღირსეულად, პატივისცემით, ტოლერანტობით, თანაგრძნობითა და სიყვარულით მოეპყრან”, — ამბობს მადონა ვიდეოში, — “ჩემ გვერდით დგახართ?”
აუდიტორიამ ხმამაღალი შეძახილებით უპასუხა, როცა მადონამ მათ სთხოვა, გეი უფლებებისადმი პატივისცემა გამოეხატათ. იგი გამუდმებით იმეორებდა კითხვას, იდგნენ თუ არა ისინი მის გვერდით.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზება ათწლეულების უკან მოხდა, რუსული საზოგადოება მაინც ინარჩუნებს არატოლერანტულ დამოკიდებულებებს LGBTQ თემისადმი. მოსკოვში დაფუძნებული არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაციის, Levada Center-ის, გამოკითხვის მონაცემებით, ყოველი 5 რუსიდან ერთს სურს, საზოგადოებიდან გეი და ლესბოსელი ადამიანები მოიკვეთონ.
თვის დასაწყიში რუსეთის ელექტრორატმა მხარი დაუჭირა ეროვნულ რეფერენდუმს, რომელიც მოითხოვს, ქორწინება მხოლოდ ქალის და კაცის კავშირად განისაზღვროს.
2013 წელს სახელმწიფოში ე.წ. გეი პროპაგანდის კანონით აიკრძალა ნებისმიერი პროდუქციის წარმოება, რომელიც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების პოპულარიზებას ეწეოდა.
“ონ.ჯი”