ქობულეთში საგზაო ინფრასტრუქტურისა და გაზიფიცირების პროექტები აქტიურ ფაზაშია

ქობულეთში, კვირიკეს საავტომობილო გზაზე ორ კილომეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი ეწყობა. დასრულებულია ახალი ხიდის მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების და საფუძვლის მომზადება ასფალტ-ბეტონის საფარის დასაგებად. რეაბილიტირებული გზით 170 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.

ამასთან, სოფელ ალამბარში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ალამბარში საბავშვო ბაღი სკოლის შენობაში ფუნქციონირებდა. მიმდინარეობს სამსართულიანი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა.

გარდა ამისა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესიც მიმდინარეობს. სამწლიანი გეგმით, ქობულეთში გაზიფიცირდება 17 სოფელი. ამჟამად სამუშაოები სოფელ აჭყვისთავში ხორციელდება. სამუშაოებს ეკონომიკის სამინისტროს გაზის ტრანპორტირების კომპანია ახორციელებს.

ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გაეცნო.

“იმედინიუსი”