ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შემაშფოთებელია, – ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო ავრცელებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ, მათი აზრით, საჭიროა შეზღუდვების კვლავ დაწესება.
„ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ნამდვილად შემაშფოთებელია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით და ყურადღებით. ვფიქრობთ, საჭიროა შეზღუდვების კვლავ დაწესება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსის 922 შემთხვევა დაფიქსირდა, იტალიაში კი 252.
“ინტერპრესნიუსი”