რობერტ დე ნირო ბიზნეს საქმიანობას თურქეთში იწყებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რობერტ დე ნიროს კუთვნილი რესტორნების ქსელი Nobu მალე სტამბოლში გაიხსნება.
ქსელის შეფ-მზარეულმა უკვე განაცხადა, რომ თურქეთში განთავსებულ რესტორნის მენიუში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული თურქი გურმანების ინტერესებიც.
Nobu დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული სარესტორნო ბრენდია და მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.
ცნობილია, რომ თავად რობერტ დე ნირო თურქეთში ბიზნესის განვითარებაზე დიდი იმედებს ამყარებს და მიიჩნევს, რომ ამიერიდან საყვარელი ქვეყნის უფრო ხშირად მოსანახულებლად კიდევ ერთი მიზეზი ექნება.
წყარო: ghn.ge