სააგენტო Associated Press იუწყება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო მსოფლიოში “კორონავირუს 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის” ყველაზე მასობრივი გამოცდა.
პრეპარატის გამოცდაში 30 ათასი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. სააგენტოს ცნობით, ამ ვაქცინის პროტოტიპი შემუშავებულ იქნა აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში, ბიოტექნოლოგიურ კომპანია “Moderna”-სთან ერთად. “მოდერნაში”, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ სასინჯი აცრები უკვე ჩატარდა ჯორჯიის შტატის ქალაქ სავანაში.
მოხალისე საცდელ ობიექტებს არ ეცოდინებათ, მათ რეალური ვაქცინა გაუკეთეს თუ უბრალოდ პლაცებო. ორი დოზის შეყვანის შემდეგ ექიმები დააკვირდებიან, მოხალისეთა რომელი ჯგუფი უფრო არის მიდრეკილი დაავადებისადმი ყოველდღიური საქმიანობისას – ამას უკვე სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.
აქამდე საცდელ ობიექტად ბრაზილიელები და იმ ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ ამორჩეულნი, სადაც, როგორც გლობალისტური ორგანიზაციები და მასმედია იძახიან, ყველაზე მეტად არის გავრცელებული “კოვიდ 19”, თუმცა შეერთებული შტატების ხელისუფლება უფრო სამართლიანი აღმოჩნდა და ექსპერიმენტებს საკუთარ მოსახლეობაზე ატარებს. “ასოშეიტედ პრესის” ინფორმაციით, მომავალ შემოდგომაზე, ყოველ თვეში, დამატებით კიდევ 30-30 ათასი ადამიანი იქნება ჩართული საექსპერიმენტო “გოჭის” როლში. სასიამოვნო მხოლოდ ის არის, რომ ამერიკა ეძებს “სასარგებლო იდიოტებს” ანუ მოხალისეებს.
ამასობაში ფარმაცევტული ინდუსტრია მომავალი სუპერმოგების მოლოდინში ხელებს იფშვნეტს. სექტემბერში საექსპერიმენტოდ გამოვა Johnson & Johnson-ის სატესტო ვაქცინა, ოქტომბერში – Novavax-ის, ხოლო მათ კომპანია Pfizer, Inc. დაასწრებს, რომელიც უკვე ამ ზაფხულში “დატესტავს” კიდევ 30 ათას მოხალისეს.
ამ მასშტაბური ექსპერიმენტის შედეგები რამდენიმე თვეში გამოჩნდება.