ჩინეთში ამერიკული საკონსულო დახურეს

ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში ამერიკის საკონსულო დახურეს, – ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

დღეს დილით საკონსულოს ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შევიდნენ და შენობა ოფიციალურად გადაიბარეს.

ჩენგდუში შეერთებული შტატების საკონსულო 1985 წლიდან მუშაობდა. მისი დახურვა ოფიციალურმა პეკინმა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ვაშინგტონის მოთხოვნით ჰიუსტონში მუშაობა ჩინეთის საკონსულომ შეაჩერა.

ამერიკული მხარის გადაწყვეტილებას პეკინმა პროვოკაციული უწოდა და საპასუხო ზომებით დაიმუქრა.

 

“იმედინიუსი”