აშშ – ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მეტოქე „დემოკრატიული პარტიიდან“ აშშ – ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„შეშლილი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ მე შეცდომა დავუშვი, როცა იანვარში ხალხს ინფიცირებული ჩინეთიდან აშშ-ში შემოსვლა ავუკრძალე. ათობით ათასი სიცოცხლე გადარჩა, როცა ის თებერვლის ბოლოს ჩინური კვარტლის ქუჩებში ცეკვავდა. ბაიდენი მას დაეთანხმა, მაგრამ შემდეგ აღიარა, რომ მე მართალი ვიყავი“, – წერს დონალდ ტრამპი.
“აიპიენი”