გარდაიცვალა პალესტინელი ქალი, რომლის შვილიც, დედის სანახავად ყოველდღე საავადმყოფოს კედლიდან ფანჯრის რაფაზე ცოცდებოდა, – ამის შესახებ UniLad წერს.
ქალი საავადმყოფოში კორონავირუსსა და ლეიკემიას ებრძოდა.
73 წლის პალესტინელი ქალი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა.
შვილის საქციელი, კორონავირუსის ფონზე დაწესებული შეზღუდვებით იყო განპირობებული, ჯიჰადს დედის ნახვა არ შეეძლო და სწორედ ამიტომ ყოველდღე უჩვეულო მეთოდით, მაინც ახერხებდა მის მონახულებას.
ერთგული შვილის სურათმა მთელი ინტერნეტი მოიცვა, სოციალური ქსელის მომხმარებლები მისი საქციელით აღტაცებას ვერ მალავდა.
პალესტინაში კორონავირუსის 12,000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 3,000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 71 ადამიანი კი გარდაიცვალა.
“პრაიმტაიმი”