ქობულეთის მერი თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

მირიან ქათამაძე ამბობს, რომ გავრცელებული ხმები მისი თანამდებობის დატოვება უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები აქვს დაგეგმილი. ქათამაძის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მერის თანამდებობის დატოვებისა და უმაღლეს საბჭოში გადასვლის შეთავაზება არ მიუღია და გავრცელებულ ხმებს ამასთან დაკავშირებით, სიცრუეს უწოდებს.

 

“აიპრესი”