რაზე ისაუბრეს ტელეფონით პუტინმა და ზელენსკიმ

სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა ცეცხლის შეწყვეტის წინ, რომელიც დონბასში დღეიდან უნდა ამოქმედდეს.

 

 სახელმწიფოების მეთაურებმა რეგიონული კონფლიქტის გადაჭრის პრობლემატიკა განიხილეს, იუწყებიან კრემლში.

კერძოდ, პოლიტიკოსებმა პოზიტიურად შეაფასეს მინსკის სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის წევრების მიერ მიღებული შეთანხმება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული დამატებითი ზომებს ეხება.

„დეტალურად განხილულია შიდაუკრაინული კრიზისის დარეგულირების სხვადასხვა ასპექტები. ხაზგასმით აღინიშნა მინსკის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებათა პროცესში ძალისხმევის ეფექტურობის ამაღლების საჭიროება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში ორშაბათს უნდა შევიდეს.

შეთანხმებით გათვალისწინებულია შემტევი და დივერსიული ქმედებების, ცეცხლის (მათ შორის სნაიპერულის) გახსნის აკრძალვა, ასევე იკრძალება შეიარაღების განთავსება დასახლებულ პუნქტებში. ასევე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისთვის გათვალისწინებულია დისციპლინარული პასუხისმგებლობა.

“სპუტნიკ-ჯორჯია”