საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოში ციფრული ბანკის ლიცენზირების საკითხს განიხილავს.
ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით, ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს: ინოვაციური ბიზნესს მოდელების განვითარებას; ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას; დიდი მონაცემების უკეთ გამოყენებას; მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას; ღრუბლოვანი სერვისების ეფექტურ გამოყენებას; ტექნოლოგიურ კომპანიებთან ინტეგრაციის გამარტივებას და საბითუმო ბაზარზე საბანკო საქმის როგორც სერვისის მოდელის განვითარებას; ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში.
რისკების მიტიგაციის მიზნით ეროვნული ბანკი გამოიყენებს რეგულირების ლაბორატორიის ანალოგიურ 3-ეტაპიან მიდგომას.
“იმედინიუსი”