თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 27 ივლისს

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სააქციო საზოგადოება „თელასი” იუწყება, რომ 27 ივლისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის და შოთა ნადირაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მოსკოვის გამზირის და აბუსერიძე ტბელის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილოვბრივ), დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ფოთის, ყიფიანის და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის და სოფელი ახალდაბას მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცხვედაძის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე დიუმას, ყაველაშვილის, ცინცაძის, ვერცხლის, ავლევის, კოტე აფხაზის და ოქრომჭედლების ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის, ჭყონდიდელის და რაფიელ ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნორიოს აღმართის, გუდამაყრის, კაპანაძის, მიჩურინის, მამარდაშვილის და ფარავნის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, ვასო გოძიაშვილის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ანაკლიის, ანა პოლიტკოვსკაიას, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, დელისის, ნუცუბიძის, გაზაფხულის, გურიელის, კაპანელის, ინტენსიფიკაციის, ჟღენტის, პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას და იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობას.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუამთის და საცხენისის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეების და ბარნოვის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქრაძის და იონა მეუნარგიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

“სპუტნიკი”