რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანადის, გაერთანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების საელჩოებს, მოსკოვში მათი შენობების წინ ლგბტ დროშის აღმართვის გამო, საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, საპროტესტო ნოტაში მითითებულია, რომ დიპლომატიური მისიების მოქმედებები არღვევს “დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს და რუსეთის ფედერაციის ეროვნულ კანონმდებლობას”.
შეგახსენებთ, ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების საელჩოებმა ლგბტ დროშები ივნისის მიწურულს აღმართეს.
აღნიშნული საკითხის კომენტირებისას, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ “ჩვენს ქვეყანაში არატრადიციული სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის ნებისმიერი ფორმა კანონით აკრძალულია”.
წყარო: ghn.ge