ევროკავშირის ელჩები მიმდინარე კვირაში რეგულარულ კონსულტაციებს ატარებენ, რათა კიდევ ერთხელ განაახლონ უსაფრთხო ქვეყნების სია, რომელთაც საზღვრები 1-ლი ივლისიდან გაუხსნა.
სააგენტო Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო განახლების შემდეგ, უსაფრთხო ქვეყნების სიიდან შესაძლოა ალჟირი, მაროკო, კანადა, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა ამოიღონ.
გადაწყვეტილება 29 ივლისს გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების გამო ევროკავშირს 17 ივლისს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან სერბეთი და მონტენეგრო ამოიღო.
ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს გამოაქვეყნა 15 ქვეყნისგან შემდგარი სია, რომლებისთვისაც რეკომენდებული იყო პირველი ივლისიდან საზღვრების გახსნა. რეკომენდაციის მიუხედავად, წევრი ქვეყნები საზღვრის გახნის შესახებ ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებებს.
წყარო: ghn.ge