ჩინეთში, სიჩანის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, ჩენდუში შეერთებული შტატების გენერალურმა საკონსულომ მუშაობა დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა დიპლომატებმა შენობა ჯერ კიდევ გუშინ დატოვეს.
მანამდე ჩინელმა დიპლომატებმა დატოვეს აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში არსებული გენერალური საკონსულო, ვაშინგტონის მოთხოვნის შესაბამისად.
ჩინეთმა ვაშინგტონის ქმედების საპასუხო ნაბიჯის შესახებ განაცხადა და შეერთებულ შტატებს სიჩუანის პროვინციაში, ქალაქ ჩედუნში გენერალური საკონსულოს დახურვა უბრძანა.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს ჰიუსტონის გენერალური საკონსულოს დახურვა გასულ კვირას, სამშაბათს უბრძანა და შენობის დასატოვებლად 72-საათიანი ვადა მისცა.
“ამერიკის შეერთებული შტატები არ შეეგუება ჩინეთის მხრიდან ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას და ამერიკელი ხალხის დაშინებას, ისევე, როგორც ჩვენ არ მოვითმინეთ ჩინეთის მხრიდან უსამართლო ვაჭრობის პრაქტიკას, ამერიკელების სამსახურების მოპარვას და სხვა აღმაშფოთებელი ქმედებებს”, – განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საკონსულოს დახურვის შესახებ გადაწყვეტილების განმარტებისას.
“ჰიუსტონში საკონსულოს დახურვის შესახებ ბრძანება “სერიოზულად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და საერთაშორისო ურთიერთობების ძირეულ ნორმებს”, – ასე გამოეხმაურა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას პეკინი, რომელმაც ორმხრივი ურთიერთობების დაზიანებაზე სრული პასუხისმგებლობა აშშ-ს დააკისრა.
ჰიუსტონის საკონსულოს დახურვის შემდეგ, ტრამპმა თავის ერთ-ერთ განცხადებაში მიანიშნა, რომ შესაძლოა შტატებში კიდევ დაიხუროს ჩინეთის საკონსულოები.
წყარო: ghn.ge