5-თვიანი პაუზის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი შეხვედრა ჩაატარა

5-თვიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიოს 27-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი შეხვედრა ჩაატარა.

ბასილაშვილი გერმანიაში, ქალაქ ჰალეში გამართულ საჩვენებულ ტურნირზე მიშა ზვერევს დაუპირისპირდა.

საქართველოს პირველი ჩოგანი ზვერევთან ორ სეტში, 5:7, 1:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა. სასამართლომ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს. ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ადვოკატის, ანა აბაშიძის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.

წყარო: ghn.ge