წამლებთან ერთად, გასახდომი ჩაიც აქვს შეძენილი, ამაზე რატომ არ ვრცელდება ინფორმაცია?

გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის პროგ­რა­მის­ტის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის თქმით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა აფ­თი­აქ­ში გა­სახ­დო­მი ჩაი შე­ი­ძი­ნა.

“გა­სახ­დო­მი ჩაიც აქვს შე­ძე­ნი­ლი, ამა­ზე რა­ტომ არ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია? ეს, იცით, რო­გორ რა­ღა­ცას მა­გო­ნებს? რო­გორც კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ბრძა­ნა, ფსი­ქო­ლო­გი ჰყავ­დაო, აბე­ბი შე­ი­ძი­ნაო. თით­ქოს რა­ღაც მცდე­ლო­ბაა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ა­ჯე­რონ, რომ ადა­მი­ანს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა ჰქონ­და და ეს ყვე­ლა­ფე­რი თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, სა­ეჭ­ვოა, გა­სახ­დომ ჩაის ყი­დუ­ლობ­დეს”, – გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა “აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან”.

შე­გახ­სე­ნებთ, 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი მწყემსმა იპო­ვა. მან­ქა­ნა გაშ­ლილ ად­გი­ლას, თეთ­რი წყა­როს ტყე­ში, სო­ფელ მა­წევ­ნის მი­და­მო­ებ­ში იდგა.

 

“ამბები”