(ვიდეო) – ბაქოში თურქეთის სადესანტო ძალები ჩაფრინდნენ

ბაქოში თურქული შეიარაღებული ძალების სამხედრო წვრთნის ფარგლებში ჩამოსვლასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

 

სამხედრო სწავლებები ჩატარდება აზერბაიჯანული და თურქული მხარის მიერ გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე.

სამხედრო წვრთნები დაიწყება 29 ივლისს და 10 აგვისტომდე გასტანს- მასში აქტიურად იქნებიან ჩართულნი ორივე ქვეყნის სახმელეთო და საჰაერო ძალები. საზეიმო ცერემონიალის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი. თურქმა და აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ყვავილებით შეამკეს ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ბიუსტი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, შემდეგ კი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული ერთიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების მემორიალს ესტუმრნენ.

“ნიუპოსტი”