ახალი აგრესიული ტიპის კორონავირუსის გაჩენის გამო, ვიეტნამის ქალაქ დანანგთან საჰაერო მიმოსვლა გაჩერებულია. ამის შესახებ Reuters წერს.
ქვეყნის სატრანსპორტო სამინისტრომ აკრძალა დანანგში თვითმფრინავების მიღება და გაგზავნა 15 დღის განმავლობაში, 28 ივლისიდან.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, კორონავირუსის ახალი ტიპით ინფიცირებულთა რაოდენობა, დანანგში თითქმის სამჯერ გაიზარდა – ცნობილია 11 შემთხვევის შესახებ, ხოლო აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა მხოლოდ ოთხის ინფიცირებულის თაობაზე.
ვიეტნამის მთავრობის საინფორმაციო პორტალის თანახმად, ვიეტნამის ქალაქ დანანგსა და მიმდებარე პროვინციებში დაფიქსირებული კორონავირუსის ინფექციის გამოვლენა გამოწვეულია ახალი ტიპის კორონავირუსით – ეს არის უფრო აგრესიული და უფრო საშიში, ვიდრე აქამდე ჩვენთვის უკვე ცნობილი.
“აიპრესი”