ისრაელში კვლავ უაღრესად მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
განვლილი 24 საათი განმავლობაში ისრაელში ინფიცირების 2308 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 22 ივლისის დღიურად დაფიქსირებულ რეკორდულ რაოდენობაზე 265-ით მეტია.სულ, ისრაელში, 21 თებერვლიდან დღემდე, კორონავირუსით 66 293 შემთხვევაა დადასტურებული – 7 208 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.
განვლილი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 12 კაცი გარდაიცვალა.
სულ, ისრაელში, 20 მარტიდან დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილია 486 კაცი.
კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში და შეადგენს 0,73%-ს. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა 53-ის ტოლია.
კოვინფიცირებისგან სრულად განიკურნა 32 182 კაცი, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 48,5%-ია
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 15 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ისრაელში 42 360-დან 66 293-მდე, 23 933-ით ანუ 56%-ით, ხოლო გარდაცვალების შემთხვევები კი 371-დან 486-მდე, 115-ით ანუ 31%-ით გაიზარდა.
“აიპრესი”