ანდრეა ბოჩელი აცხადებს, რომ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნო საკარანტინო ზომების გამო

იტალიელმა ტენორმა, ანდრეა ბოჩელიმ განაცხადა, რომ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნო ქვეყანაში დაწესებული საკარანტინო ზომების გამო.

 

„სახლის დატოვება არ შემეძლო, თუმცა დანაშაული არ ჩამიდენია“, – განაცხადა ცნობილმა ტენორმა.

ანდრეა ბოჩელიმ ასევე აღიარა, რომ საკარანტინო წესები დაარღვია და პანდემიის საფრთხეს გადაჭარბებულად მიიჩნევს.

„კარანტინის რეჟიმი დავარღვიე, რადგან სწორად არ მიმაჩნდა ჩემს ასაკში სახლში დარჩენა. ისეთ ასაკში ვარ, როდესაც მზე და D ვიტამინი მჭირდება. მოდით უარი ვთქვათ წესების დაცვაზე. წავიკითხოთ წიგნები, გავიდეთ გარეთ, ერთმანეთი გავიცნოთ, ვისაუბროთ“, – განაცხადა ანდრეა ბოჩელიმ.

მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა კორონავირუსის პანდემიის სერიოზულობა.

„უამრავ ადამიანს ვიცნობ, თუმცა არავინ მეგულება ისეთი, ვინც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა“, – დასძინა მან.

“იმედი”