გასაოცარია, რომ ფეხზე მდგომმა, უსიმპტომოდ შევძელი კორონავირუსის გადატანა- ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უსიმპტომოდ გადაიტანა კორონავირუსი.

 

სააგენტო БЕЛТА-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ლუკაშენკომ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ბოდიშს ვიხდი ჩემი ხმის გამო. ბოლო დროს ძალიან ბევრი ლაპარაკი მიწევს. თუმცა ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ დღეს თქვენ შეხვდით ადამიანს, რომელმაც ფეხზე მდგომმა შეძლო კორონავირუსის გადატანა. ასეთი დასკვნა ექიმებმა გუშინ გააკეთეს. უსიმპტომოდ. როგორც ვამბობდი, მოსახლეობის 97%-ს ჩვენთან ეს ინფექცია უსიმპტომოდ გადააქვს. მადლობა ღმერთს, რომ მე ამ უსიმპტომო ადამიანების ჯგუფში მოვხვდი. და ბოლოს, მე მოვხვდი იმ ბელარუსების ოქროს ფონდში, ვინც ეს ვირუსი გადაიტანა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

“აიპიენი”