პანკისში 2019 წელს მომხდარი მკვლელობის დროს დაჭრილი მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლი დაცხრილეს.
სროლა 28-29 ივლისის ღამეს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა.
ცეცხლი, ქავთარაშვილების სახლის მიმართულებით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა გახსნეს. ოჯახში რამდენიმე წევრი იმყოფებოდა, თუმცა, ყველა მათგანი უვნებელია.
ქავთარაშვილების სახლში პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, მურად ქავთარაშვილი 2019 წელს სოფელ საკობიანოსთან მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული პირია, რა დროსაც 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს. ქავთარაშვილი მაშინ ფეხში დაიჭრა. საქმეზე ორი პირია დაკავებული. უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი შურისძიებას, ჯერჯერობით უცნობია.
“მთავარი”