ვინ და რატომ ესროლა წყნეთის გზაზე ლერი სულაბერიძის მანქანას?

წყნეთის გზაზე, კაკლებთან “ვერის საძმოს” ყოფილი წევრის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას ესროლეს.

 

ინციდენტის შედეგად ლერი სულაბერიძე არ დაშავებულა, ნატყვიარები მხოლოდ ავტომანქანაზე შეინიშნება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ცოტა ხნის წინ დაკითხვაზე გადაიყვანეს ლერი სულაბერიძე და მასთან მისი ადვოკატი ირმა ჭკადუაც მივიდა.

ერთ-ერთი ვერსიით, გიორგი რურუას მეგობარზე, ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის მიზეზი საფეხბურთო კლუბ „თბილისის დინამოს“ გარშემო მიმდინარე დავაა, რომელიც წლებია გრძელდება.

როგორც ლერი სულაბერიძემ ჟურნალისტებს პოლიციის განყოფილებაში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, თვითონ ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გასროლა განახორციელეს.ლერი სულაბერიძის განმარტებით, სავარაუდოდ, მანქანიდან მოხდა გასროლა.

“ფიზიკურად ვერ ვარ ახლა კარგად რომ დაგელაპარაკოთ. არ ვიცი ვინ მესროდა. მანქანით ვმოძრაობდი არავისთან კავშირი არ მქონია. დანარჩენს ჩემი უფლებადამცველი იტყვის სავარაუდოდ, ხვალ. წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო. გამომძიებლებთან რაც საჭირი იყო, ყველაფერი დავაფიქსირე სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ”, – განაცხადა სულაბერიძემ.

ლერი სულაბერიძე ვაკის რაიონის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხვაზე ადვოკატთან, ირმა ჭკადუასთან ერთად იმყოფებოდა.

“ალია”