YouTube-მა რუსული ტელევიზია Tsargrad TV-სა და მისი ყოფილი რედაქტორის, ალექსანდრ დუგინის ანგარიშები დაბლოკა.
რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს ცნობით, Google-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ანგარიშები სავაჭრო რეგულაციებთან და სანქციებთან დაკავშირებით დაიბლოკა. დაბლოკვამდე ტელევიზიის YouTube არხს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. Google-მა ის სამუდამოდ გააუქმა.
“ონ.ჯი”