Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2020 წლის მეორე ნახევარში ქართველები ქვეყნის შიდა ტურიზმში 500 მილიონ დოლარს დახარჯავენ, საიდანაც 300 მილიონი დოლარი დაიხარჯება იმ მიზეზის გამო, რომ ქართველები საზღვარგარეთ წასვლას ვეღარ შეძლებენ, ხოლო დანარჩენი 200 მილიონი დოლარი ის თანხაა, რომელიც ყოველწლიურად იხარჯება შიდა ტურიზმში.
„ტურიზმის სექტორი საქართველოსთვის კვლავ მთავარი სისუსტეა. ჩვენი აზრით, ტურიზმის სრულფასოვან აღდგენამდე მნიშვნელოვანია ინდუსტრიისთვის საბანკო სესხების გადავადება, ასევე ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის შემსუბუქება.
თუმცა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2020 წლის მეორე ნახევარში ქართველი ტურისტები ქვეყანაში 500 მილიონ ამერიკულ დოლარს დახარჯავენ. მოცემული თანხიდან 300 მილიონი დოლარი დაიხარჯება იმის გამო, რომ ქართველები საზღვარგარეთ წასვლას ვერ შეძლებენ, ხოლო დანარჩენი 200 მილიონი დოლარი კი ის თანხაა, რომელსაც ქართველები რეგულარულად, ყოველწლიურად ხარჯავენ შიდა ტურიზმში.
ვვარაუდობთ, რომ წლის მეორე ნახევარში ტურიზმის ინდუსტრია მცირედით აღდგება, თუმცა, ჩვენი პროგნოზით, შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64%-ით შემცირდება,“ – აღნიშნულია, Galt&Taggart-ის კვლევაში.
წყარო: bpn.ge