იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

იპოთეკურ სესხებზე 1 წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.

საუბარია, ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ივნისში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა – 13.1%; ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში – 105 იყო.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს, წინა თვეში საპროცენტო განაკვეთმა – 6.6%; ხოლო 2019 წლის ივნისში – 6.5% შეადგინა.

ამასთან, სებ -ის მონაცემებით, 2020 წლის ივნისში ეროვნულ ვალუტაში გაცემულმა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილმა სესხების მოცულობამ – 4,769 მლრდ ლარი; უცხოურ ვალუტაში კი – 6,427 მლრდ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი – ეროვნულ ვალუტაში – 3,694 მლრდ; ხოლო უცხოურ ვალუტაში – 5,887 მლრდ ლარი შეადგინა.

 

“bpn”