რა ხაფანგი დაუგო ივანიშვილმა ოპოზიციას?

"დღეს ოპოზიციას არც იდეა აქვს და არც გამაერთიანებელი ლიდერი ჰყავს" - რა ხაფანგი დაუგო ივანიშვილმა ოპოზიციას?

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოპო­ზი­ცი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის უცხო არ არის. თით­ქმის ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის წინ ამის კონ­ტუ­რე­ბი ჩნდე­ბო­და, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად უკ­ვა­ლოდ ქრე­ბო­და და პარ­ტი­ე­ბის ძა­ლა­უფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის საგ­ნად არა­ერ­თხელ ქცე­უ­ლა. ამ­ჯე­რად, პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში “ძალა ერ­თო­ბა­შია” გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ვაშ­ლი “კა­ნო­ნი და სა­მარ­თლის” ლი­დე­რი თაკო ჩარ­კვი­ა­ნი და “ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე გახ­დნენ, რომ­ლე­ბიც ერ­თი­ან კო­ა­ლი­ცი­ას გა­მო­ეყვნენ და და­მო­უ­კი­დებ­ლად აპი­რე­ბენ ბრძო­ლას “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მარ­ცხე­ბის­თვის.

“ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში” მი­აჩ­ნი­ათ, რომ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ერ­თი­ან მა­ჟო­რი­ტა­რულ კან­დი­დატ­ზე უნდა შე­თან­ხმდნენ. “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში” კი პი­რი­ქით ფიქ­რო­ბენ.

პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რის რო­მან გო­ცი­რი­ძის თქმით, მა­ჟო­რი­ტა­რის მიერ წარ­მარ­თულ კამ­პა­ნი­ას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით გა­მარ­ჯვე­ბა­ში, რაც მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში მე­ო­რე ტურ­ში გა­მარ­ჯვე­ბის სა­წინ­და­რი იქ­ნე­ბა.

 

“ამბები”