გიორგი გახარია რაჭაში, კერძოდ, ონის რაიონში არსებულ ვითარებას მთავრობის წევრებთან ერთად გაეცნობა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია რაჭაში გაემგზავრა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა წყალდიდობის გამო.
პრემიერს თან ახლავს ვიცე–პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მინისტრთა აკბინეტის სხვა წევრები.
გიორგი გახარია ადგილზე გაეცნობა ვითარებას, სალიკვიდაციო სამუშაოების მსვლელობას, ჩაატარებს სამუშაო შეხვედრას ოპერატიული შტაბის წევრებთან.
უფრო ადრე პრემიერმა სტიქიის ზონაში თავისი წარმომადგენლები გაგზავნა. შეიქმნა საგანგებო შტაბი, მიმდინარეობს სამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან მოსახლეობის გამოყვანა.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა ონის რაიონშია. კალაპოტიდან გადმოსულმა რიონმა დაანგრია გზები, ხიდები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, დატბორა ნათესები.
“სპუტნიკი”