საგანგებო სიტუაციის სამსახურის წარმომადგენლებმა რაჭაში, სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქების ნაწილი უკვე გამოიყვანეს. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სამაშველო ოპერაცია სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში დილიდან განახლდა. ვერტმფრენებით რეისები სტიქიის ზონაში მოქალაქეთა გამოსაყვანად დღის განმავლობაში სავარაუდოდ კიდევ შესრულდება.
როგორც ” ინტერპრესნიუსს” სტიქიის ზონიდან გამოსულმა მოქალაქეებმა განუცხადეს, ადგილზე საკვების, წყლისა და მედიკამენტების მარაგის მხრივ პრობლემები არ შექმნიათ და ამ დროისთვის თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.
პარალელურად ონის მუნიციპალიტეტის მერიაში პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი შტაბის სხდომა მიმდინარეობს, სადაც სტიქიის მიერ გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად მსჯელობენ.
“ინტერპრესნიუსი”