აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გადადება არ სურს, თუმცა შეშფოთებულია იმის გამო, რომ მილიონობით საფოსტო ბიულეტენი პრობლემებს გამოიწვევს.
„არჩევნები და მისი შედეგები მსურს, ბევრად უფრო მეტად, ვიდრე თქვენ, გადადება არ მსურს. მინდა, რომ არჩევნები ჩატარდეს. თუმცა, ის არ მინდა, რომ 3 თვე ლოდინი მოგვიწიოს და შემდეგ აღმოვაჩინოთ, რომ ყველა ბიულეტენი დაკარგულია და არჩევნები არაფერს ნიშნავდა“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში. „როიტერსის“ ცნობით, პრეზიდენტმა ისაუბრა საფოსტო ხმის მიცემის სავარაუდო პრობლემებზე და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ბიულეტენების დათვლას კვირები, თვეები ან მეტი – წლებიც კი დასჭირდეს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი არჩევნების გადადების ინიციატივით გუშინ გამოვიდა. „გადავდოთ არჩევნები, ვიდრე ხალხს უსაფრთხოდ და წესების დაცვით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნებათ?“-დაწერა ტრამპმა „ტვიტერში“.
წყარო: exclusivenews.ge