ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა “მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუას მიმართ გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.
„საქართველოს ბევრი მეგობარი მედიამფლობელ გიორგი რურუას დაკავებას და ახლა უკვე სასჯელს პოლიტიკურად მიიჩნევს. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ისე, როგორც ეს სხვა ფიგურების შემთხვევაში გააკეთა, რომლებიც 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყვნენ. ეს გააუმჯობესებდა კლიმატს არჩევნების წინ,“ – წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, “მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
“ალია”