მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული ყურბან-ბაირამი მორწმუნეებმა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში აღნიშნეს. ორთაჯამეში სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა.
ჰურბან-ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია. ამ დღეს მეზობლები ღმერთს ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ. ორცი სამ ნაწილად უნდა გაიყოს, ერთი მეზობლებს, ერთი გაჭირვებულ ადამიანებს უნდა გადაეცეთ, დარჩენილი მესამე ნაწილი კი ოჯახში რჩება.
ბაირამის დღეს მორწმუნეები ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან, უხვად გასცემენ მოწყალებას და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.
დღეს ორთაჯამეში ქართველ მუსლიმებს ყურბან-ბაირამი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა.
ხალხმრავლობის გამო მრევლის ნაწილმა სადღესასწაულო ლოცვა დღესაც ქუჩაში აღავლინა. ნაწილმა კი ბაირამი ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე აღნიშნა, სადაც მათ დღესასწაული “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ მიულოცა.
“1 არხი”