ფოსტის საშუალებით ხმის მიცემით, 2020 წელს ისტორიაში ყველაზე არაზუსტი და გაყალბებული არჩევნები გვექნება, რაც დიდ უხერხულობას გამოიწვევს შეერთებულ შტატებში – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
აშშ-ის პრეზიდენტი არჩევნების გადადების ინიციატივით გამოდის.
„გადავდოთ არჩევნები, ვიდრე ხალხს უსაფრთხოდ და წესების დაცვით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნებათ?“- წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა 3 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.
“აიპიენი”