გულშემატკივრები ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩებზე დასწრებას დღეიდან შეძლებენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო სპეციალური პროტოკოლი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც სპორტულ ღონისძიებებზე გულშემატკივრების დასწრება იქნება შესაძლებელი.

 

წესები შემდეგია-ტრიბუნებზე ადგილების მხოლოდ 33 პროცენტი უნდა იყოს დაკავებული.

გულშემატკივარი ერთმანეთისგან 2-2 სავარძლის დაშორებით უნდა დასხდნენ, სკამები შესაბამისად იქნება მონიშნული.

შიდა დახურულ საჯარო სივრცეში აუცილებელია პირბადის გამოყენება. ხელის ჰიგიენის საშუალება აუცილებლად უნდა იყოს 70-პროცენტიანი სპირტის შემცველი და მატჩის შემდეგ აუცილებელია დასაჯდომი ადგილების დეზინფექცია.

ყველა გულშემატკივარი სტადიონზე შესვლამდე სავალდებულო თერმოსკრინინგს გაივლის. კრისტლაბეთ საფეხბურთო ეროვნულ ლიგაში მომდევნო – მე-8 ტური დღეს თელავისა და თბილისის მერანის მატჩით გაიხსნება და ამ შეხვედრას გულშემატკივარიც დაესწრება.

“იმედი”