საქართველოს მოქალაქეებს ლიეტუვაში ჩასვლისას 14 -დღიანი თვითიზოლაციის გავლა აღარ მოუწევთ, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.
“ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ასევე წარმოადგენს ლიეტუვის ეროვნული გადაუდებელი ოპერაციების ხელმძღვანელს, 2020 წლის 25 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები აღარ საჭიროებენ სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლას ლიეტუვაში ჩასვლისას. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში” – ნათქვამია საელჩოს ფეისბუფგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: mediamall.ge