ნუგზარ წიკლაურის თქმით, საარჩევნო სიის ფორმირება მიმდინარეობს და დიდი დრო არ დარჩა იქამდე, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ყველა იმ ადამიანის გვარი, ვინც საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, პაატა ბურჭულაძესთან დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი. „ჩვენთვის იქნება მისასალმებელი თუ ისეთი ადამიანები, რომლებმაც შეძლეს საქართველოს სახელის პოპულარიზაცია, იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები“, – განაცხადა წიკლაურმა.
„სიის ფორმირება ახლა მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პოლიტიკური საბჭო და ვფიქრობ, რომ დიდი დრო არ დარჩა იქამდე, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ყველა იმ ადამიანის გვარი, ვინც წარმოადგენს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო არჩევნებზე. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მასთან უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი. ჩვენთვის იქნება მისასალმებელი თუ ისეთი ადამიანები, რომლებმაც შეძლეს საქართველოს სახელის პოპულარიზაცია, იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, თვითონ პაატა ბურჭულაძისთვისაც ეს წინადადება და ის გარემოება, რომ ის შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ სიის წევრი, არის მისაღები და ის შეუერთდება ჩვენს საერთო ბრძოლას ოქტომბერში“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
“imedi”