საერთაშორისო პორტალი Worldometer, რომელიც სპეციალიზირებულია მსოფლიოში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი მოვლენების სტატისტიკის თავმოყრაზე, საინტერესო ციფრებს იძლევა კორონავირუსით (Covid-19) გამოწვეული გვერდითი დაავადებების შედეგად სიკვდილიანობის შესახებ.
მსოფლიო მასშტაბით, როგორც ნაჩვენებია სტატისტიკაში, 1 მილიონ ადამიანზე საშუალოდ 86,8 გარდაცვლილი მოდის.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 მილიონ მოსახლეზე ამ მომენტისათვის გარდაცვლილია 469 ადამიანი, ბრაზილიაში – 430, ინდოეთში კი მხოლოდ 26. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს მექსიკას – 356, ყველაზე მეტი კი დიდ ბრიტანეთს – 677 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე.
“კოვიდით” ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით მსოფლიო ლიდერ შეერთებულ შტატებში სულ დაავადდა 4 მილიონ 707 ათას 401 ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვი შეადგენს 156 762-ს (3,33%). განსხვავებით “მაღალგანვითარებული” აშშ-ისგან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სიკვდილიანობა არ აღემატება ან ოდნავ აღემატება 1%-იან მაჩვენებელს (რუსეთში, მაგალითად, 1,66%-ია სიკვდილიანობა – 14 058 გარდაცვლილი, 845 443 დაავადებულიდან).