საბერძნეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისის განცხადებით, საქართველოდან საბერძნეთში გაფრენის მსურველი გაცილებით მეტია, ვიდრე პირიქით. ამის შესახებ მან “რუსთავი 2-” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საბერძნეთი არა მხოლოდ ე.წ მწვანე ზონას წარმოადგენს ევროკავშირისთვის, არამედ მისი სტატისტიკა 5-ჯერ უკეთესია. მისთვის გაუგებარია, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვარი.
„ეს გადაწყვეტილება არ გვესმის, ახსნას ვერ ვპოულობთ და ვერც ქართული მხარიდან მოვისმინეთ განმარტება. საბერძნეთმა, ე.წ შავ სიაში შემავალ სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ბრიუსელში ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანათ, თუმცა თავდაპირველად ასეთი მოცემულობა არც კი იყო.
“metronome.ge/”